სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 37 წლის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები 40 წლიდან უნდა განწესდნენ.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიქაბერიძეს ჰკითხა, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, რა ასაკიდან მისცემდა საშუალებას, რომ ადამიანი გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?

    "ამაზე მიფიქრია. შესაძლებელია ვიფიქრო, 40 წლის ასაკიდანაა საწყისი ეტაპი, როცა შეიძლება უფრო მართებული იყოს..." ,- განაცხადა მიქაბერიძემ.

    შემდეგ დაამატა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილება 30-დან 40 წლამდე ითვალისწინებს მინიმალურ ასაკობრივ ცენზს.

    კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ლევან მიქაბერიძეს ჰკითხა, საკუთარ მოსაზრებასთან ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში.

    "წეღან ბრძანეთ (და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეხედულებას), რომ მიგაჩნიათ, რომ ადამიანები 40 წლის შემდგომ უნდა იკავებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. დღეს არ ხართ 40 წლის. აქ რომ ზიხართ, როგორც კანდიდატი, ხომ არ მოდიხართ წინაღმდეგობაში თქვენსავე შეხედულებასთან?", - მიმართა მშვენიერაძემ მიქაბერიძეს.

    "ერთი შეხედვით შეიძლება წინააღმდეგობას ქმნიდეს ჩემს შეხედულებასთან, მაგრამ მოცემულობა გვაქვს ამგვარი, რეგულაცია არსებობს ამგვარი. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე თავს ამ კუთხით არ შევიზღუდავ", - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

    დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.

    ნეტგაზეთი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×