რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) კაზინოდან კლინიკაში გადაყვანილი გოგონების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ კლინიკა „მედისონის" ექიმმა განაცხადა.

ექიმის თქმით 4 პაციენტი კლინიკაში 2 საათის წინ შეიყვანეს. მათ საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა აღენიშნებოდათ.

„დაახლოებით 2 საათის წინ სასწრაფოს ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 4 პაციენტი ჩივილები აღენიშნებოდათ საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა. მდგომარეობა შეფასდა საშუალო სიმძიმედ და ჩატარებული იქნა ლაბორატორიული გამოკვლევები. ამჟამად მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა", - აცხადებს მიმღების ექიმი ლალი გაბაიძე „პრაიმტაიმთან. "

გლდანში „ბეთლაივის" ერთ-ერთ კაზინოში, გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×