სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) პარასკევს, თბილისის ბოტანიკური პარკში, მესამე კლასელმა ბავშვმა, გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილი, მოაჯირის ქვეშ გაწოლილი ქვეწარმავალი, კერძოდ, გიურზა.

    „ექსპკურსიაზე ვიყავით, ვარიდებდი მოაჯირებს, გადახედვის და ახლოს მისვლის უფლებას არ ვაძლევდი ბავშვებს, სიმაღლის გამო. მშვიდობიანად ავიარეთ, უკან რომ ვბრუნდებოდით, მაშინ შევამჩნიეთ, თბილ ქვაზე გაწვა, ალბათ. ცოცხალი იყო, რადგან რაღაც მომენტში, თავი გააქანა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, მერე, ბოტანიკურის დაცვას უთხრეს, გველი ვნახეთო, იმას, ხუმრობა ეგონა, თუ რა მოხდა, არ ვიცი", - ამბობს „ალიასთან" მოზარდის მასწავლებელი.

    მომხდარზე კომენტარს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აკეთებენ.

    „ყველა ქვეწარმავალს თავისი როლი აქვს ეკოსისტემაში, ჩვენ უახლოესი დღეების მანძილზე, გამოძახება არ გვქონია, როცა გვაქვს, ვიჭერთ და გადაგვყავს უსაფრთხო ადგილას, ნაკრძალებში მაგალითად. ნაკრძალებშიც დადიან ადამიანები, მაგრამ ის იმიტომაა ნაკრძალი, რომ ველური ბუნებაა, იქ შველაც შეიძლება შეხვდეთ და მგელსაც.

    ნაკრძალისგან განსხვავებით, ბოტანიკურ ბაღში არ შეიძლება, გიურზას დატოვება, ამიტომ, ჩვენ ახლავე ვაგზავნით ჯგუფს ადგილზე. საერთოდ, ქვეწარმავალზე შემოსული ინფორმაცია პრიორიტეტულია და მყისიერად ხდება რეაგირება. ქვეწარმავალი, მათ შორის, გიურზა, საკბენად იწევს მაშინ, როცა ფეხს ადგამ, ან ხელით ეხები, ისე არ გიკბენს, პირიქით, გარბის და იმალება". 

    წყარო: ალია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×