რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) 12 წლის ბიჭი, რომელსაც მეტროსადგურ გოცირიძეზე მატარებელი დაეჯახა, ღრმა კომაშია. მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

ნიუპოსტის" ინფორმაციით, მოზარდს ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო.

თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×