სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) გლდანში, გამვლელის მიერ რამდენიმე დღის წინ დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

    ექიმის ინფორმაციით, პაციეტი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    „პაციენტს ჩაუტარდა 3 ქირურგიული ჩარევა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და შეესაბამება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდს. ჰემოდინამიკური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით, მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება",-განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

    15 ოქტომბერს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×