სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) გუშინ საღამოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ბესიკ (ბესო) არღვლიანმა ცივი იარაღით ძმა მოკლა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი - ლაშა არღვლიანი ცხუმარში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო.

    "ბესიკი ლაშაზე უფროსია, ლაშა 42 წლის იყო. ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელად მუშაობდა. კვირას ძმები თანასოფლელის გასვენებაში იყვნენ, დაულევიათ, შინ დაბრუნებულებს კონფლიქტი მოსვლიათ, რასაც ეს უბედურება მოჰყვა.

    არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, როგორც ამბობენ, ბესოს ლაშასთვის რკინის ნაჭერი ჩაურტყამს ზურგში ისე ძლიერად, რომ მას ფილტვი და გული დაუზიანდა. ბევრი სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არცერთ ძმას არ ჰყავს ოჯახი, ორივეს უწესეიერეს ბიჭებად იცნობს მთელი სოფელი. ამ ოჯახიდან ხმამაღალი საუბარიც არასდროს გამოსულა, ძმები ერთმანეთზე გადაყოლილები იყვნენ და არ ვიცით, რა ეშმაკი შეუჩნდა ბესოს, რა მოხდა...

    როცა ბესომ გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, თავის მოკვლა უნდოდა - ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა, მაგრამ სოფლის ბიჭები დაეწივნენ და როგორღაც მოახერხეს მისი შეჩერება. სხვა დეტალები არ ვიცით და ვერც ვარკვევთ ჯერ, ვინაიდან ასეთი საშინელი ტრაგედიის გამო, მათ ოჯახში და მთელ სოფელშიც დიდი ცოდვის ტრიალია", - ამბობს სოფელ ცხუმის მკვიდრი „კვირის პალიტრასთან".

    ოჯახის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ძმების ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ნასვამი ლაშა მანქანით ცდილობდა სახლიდან წასვლას, რასაც ბესო, დედასთან ერთად, ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ, კონფლიქტი ასეთი ტრაგედიით დასრულდა.

    ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლელა   (22.10.2019)
    კანაფის დეკრიმინალიზაციის მორიგი მსხვერპლი! არა მარტო სვანეთის საქართველოს ახალგაზრდობა ეწირება. მ სიგარეტივით ოფიციალურად ეწევა ახალგაზრდობა. ვიღონოთ რამე ხალხნო!!!

    ლალი   (22.10.2019)
    სად მისდევდნენ მეზობლები თვითონაც გაყვეს უნდა თან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×