სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) ჭუბერის მუნიციპალიტეტ, სოფელ ყარსგურიში სკოლის სპორტდარბაზში, ვარჯიშის დროს მე-12 კლასელმა გოგა ჩხეტიანმა თავის ტრავმა მიიღო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ა.(ა).ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისდირექტორმა ჯემალ კვანჭიანმა განუცხადა.

    „ჩვენ ჭუბერში გვაქვს სპორტდარბაზი, სადაც გვყავს რა თქმა უნდა ექიმი. ეს საწყალი ბიჭი კი სკოლის (ყარსგურიში) სპორტდარბაზში დადიოდა, მოყვარული სპორტსმენი იყო, რა დროსაც სავარაუდოდ, მიიღო თავის ტრავმა, მერე კი არ მიაქცია ყურადღება. თავი რომ ასტკივდა, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ასე გავიგეთ, გზაში გარდაიცვალა", - განაცხადა მან.

    მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    18 წლის ახალგაზრდას ხვალ სოფელში დაკრძალავენ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×