რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"უფასო ვაქცინაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან შემოვა და ვაქცინაციის პროცესი რისკ-ჯგუფებისთვის ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება. საქართველოს ვაქცინის მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რომლის ფარგლებშიც 100 ათასზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა შემოვა ქვეყანაში.

იმის გამო, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში გრიპის ვირუსის პროგნოზის გაკეთება ერთი თვით დააგვიანა, ამიტომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე შემოტანა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×