სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება, - ამის შესახებ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა.

    „როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან," - აღნიშნა ხაზარაძემ.

    როგორც ის ამბობს, მან წერილი მიიღო გახარიასგან, თუმცა, არასდროს არ უთქვამს ვის მიერაა დაწერილი.

    „იმედია, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პროკურატურას დარჩა, გამოიძიებენ. ერთი წლის შემდეგ, ამ შენობის „დემონტაჟს" გავაკეთებს ჩვენ, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები," - აღნიშნა ხაზარაძემ.

    ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ წერილის შინაარსის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, ხაზარაძემ უპასუხა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს.

    „მათგან განსხვავებით, მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მივენდოთ გამოძიებას, რომლის იმედი არ მაქვს, თუმცა, მაინც მივყვებით ყველა კანონით დადგენილ ქმედებას", - განაცხადა ხაზარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×