სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

    "ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით: სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს, ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს, უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს, ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.

    ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი "რუგზაკით" დავდიოდი ლექციებზე "ყველაფრის ნამინისტრალი" ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

    რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ? მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული - ილფისა და პეტროვის "თორმეტი სკამი", ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    GAGA   (21.10.2019)
    მოდი რა ნუ იცრემლები...იყავი შენ ხელისუფლებაში და ნახა ხალხმა ვინ ხარ და რა ხარ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×