სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა.

    კომისიის წევრებმა, თბილისის ყოფილი მერი სემეკის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

    1-ელ ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა.

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დაადასტურა, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ საჭირო გახდა არჩევის წესის ცვლილება.

    აქამდე დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. სემეკ-ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას კი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    JIMA   (21.10.2019)
    აუფ აყვავდება ქვეყანა....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×