სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) მთელი ბრძოლა ახლა იწყება, - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ტელევიზიის 60%-იანი წილის დაყადაღებას.

    როგორც დვალმა აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება.

    „ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და მოსალოდნელი, რაც იყო სასამართლოს მხრიდან, არის ის, რომ გაგვირთულებდა, ხანდაზმულობას დააბრალებდა და სარჩელს წარმოებაში არ მიიღებდა. რადგანაც სარჩელი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხი მოხსნილია და უნდა გადავიდეთ არსებით განხილვაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ჩვენს ადვოკატს დავუჯერებთ, გაცილებით უფრო მარტივად და მომგებიანად არის ჩვენი საქმე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა წილის დაყადაღების თაობაზე.

    ქიბარ ხალვაშმა დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოაცხადა, რომ სურვილი აქვს გაყიდოს წილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება. შესაბამისად, ჩვენთვის დადებითია, რომ ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია", - განაცხადა დვალმა „ინტერპრესნიუსთან".

    დავით დვალის თქმით, რთულია საუბარი, რომ გამარჯვება მათ მხარესაა, „თუმცა მთელი ბრძოლა ახლა იწყება".

    თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანიის 60 %-ს ყადაღა დაადო. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×