სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

    ჟურნალისტებმა პრემიერს კითხვა დაუსვეს, მამუკა ხაზარაძის ადვოკატ ზვიად კორძაძის მიერ წერილის დედანის პროკურატურაში წარდგენა შეცვლის თუ არა რამეს, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა:

    „არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარსმეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა „მუქარის წერილის" დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×