სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     (რეზონანსი) მესტიაში, სოფელ ცხუმარში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    მესტიის მერის მოდგილის ნელი ნავერიანმა ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

    "ჩვენ როგორც ვიცით, ნასვამ მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ძმა და ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რომ საჭესთან მჯდარიყო. ამ დროს მოხდა ეს ამბავი",- ამბობს ნავერიანი „კურიერთან".

    როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი პედაგოგი იყო.

    დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

    გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×