სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა გოგიძემ განუცხადა.

    მისივე ინფორმაციით, პაციენტი ისევ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

    „მდგომარება ამ დროისთვის კვლავ ძალიან მძიმეა. პაციენტს სხეულის 60% აქვს დამწვარი და დამწვრობითი შოკიდან ჯერ არ გამოსულა. მკურნალობა გრძელდება. პაციენტი კონტაქტურია",-განაცხადა მარინა გოგიძემ.

    შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის კი კლინიკებში მკურნალობას 2 მათგანი განაგრძობს.

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×