სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     

    "იმის მცდელობაა, რომ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს",- ამის შესახებ გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი "მთავარი არხისთვის" ხელის შეშლაა.

    "იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, "მთავარი არხისთვის" ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს", - განაცხადა გაბუნიამ.

    პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (19.10.2019)
    აჰ, როგორ შეიძლება ნაციონალების მკვეთრი სახის--ნიკა გვარამიას- დაჭერა! ამას ვერ "გაბედავენ"ეს უნიათოები. ვანო მერაბიშვილის,გიგი უგულავას, მიშა სააკაშვილის დრო უნდა იყოს--- გვარამიასნაირებს რასაც უ ზ ა მ დ ნ ე ნ ვნახავდით, ახლა ფ ა ქ ი ზ ა დ ექცევიან მათ, ესეც უკვირთ!

    kintoes mshishara kurdgeli   (19.10.2019)
    მეხი სჰენც დაგაკარე და სჰენ გატახსირებულ დზმაკაცს გვარამიას,ორივე დამპლებო,ჯორიკნებო.

    ორივეს გეხებათ   (19.10.2019)
    გვარამიამ რაც დათესა იმას იმკის. მახსოვს მისი ცინიკური ტყუილები როცა მოქალაქეს აპტიმრებდნენ. ახლა ნახოს რა აუტანელია ასეთი შეურაცხოფა მით უმეტეს როცა მართალი ხარ. გვარამიას მიერ გაფუჭებულ ხალხზე ვამბობ. გავარამია კი ცამდე მართალიც რომ იყოს მაინც უნდა დასაჯო, თუნდაც ტყუილი ბრალდებით, რომ შეიგნოს თუ რა ცუდია ის რაც ჩაიდინაა ადრე. სხავანაირად ეგ ჭკუას ვერ ისწავლის. გოიმია. ისევე, როგორც ეს პრილეგირებული პუტინის აგენტი გაბუნია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×