სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      გურამიშვილზე აფეთქების დროს ერთ-ერთი დაშავებული ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. როგორც ჟურნალისტებს მისმა ახლობელმა განუცხადა, დაშავებულმა ოჯახთან თვითონ დარეკა და შემთხვევის შემდეგაც კონტაქტური იყო.

    ,,აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არ ვიცით. ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ეს ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიდეს. ადეკვატური და კონტაქტურია, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს. სახლში მარტი ცხოვრობდა. დასახმარებლად თავად დარეკა მამასთან. დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო. თავისი ფეხით ჩამოვიდა მეოთხე სართულიდანაც, შემთხვევის შემდეგ ,- ამბობს ოჯახის ახლობელი დიანა ბუხრიკიძე.

    დღეს გამთენიისას, გურამიშვილის გამზირზე, N30-ში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევა მეორე კორპუსში, მეოთხე სართულზე, ბინა N13-ში მოხდა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×