რეზონანსი
19.10.2019

  შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ე.ა. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ე.ა.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

წყარო: მარშალპრესი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×