სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      „ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის" განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება", - ამის შესახებ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

    მისი თქმით, გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე დაბარება „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის ნაწილია.

    „ეს არის „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება, რომლებიც ახლა უკვე საქმიანობენ „მთავარ არხზე" და „ფორმულაზე". რეალურად, გამოძიებას, ალბათ, იგივე შინაარსის კითხვები ექნება, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. არ ვიცი, შეიძლება, გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო „რუსთავი 2" ასეთი რეიტინგული, როდესაც ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ არხზე. გაუთქმელობას რაც შეეხება, პრინციპში, აქამდე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა გამოკითხვისას და სავარაუდოდ, ეს გიორგი გაბუნიასაც შეეხება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

    მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 20 ივლისს და მას შემდეგ მიმდინარეობს. მანვე უპასუხა კითხვას გამოძიების რეალური მიზნების შესახებ.

    „პრინციპში, ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის" განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება", - განაცხადა ადვოკატმა.

    თავად გიორგი გაბუნიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    gavaramiam   (19.10.2019)
    გვარამიამ რაც დათესა იმას იმკის. მახსოვს მისი ცინიკური ტყუილები როცა მოქალაქეს აპტიმრებდნენ. ახლა ნახოს რა აუტანელია ასეთი შეურაცხოფა მით უმეტეს როცა მართალი ხარ. გვარამიას მიერ გაფუჭებულ ხალხზე ვამბობ. გავარამია კი ცამდე მართალიც რომ იყოს მაინც უნდა დასაჯო, თუნდაც ტყუილი ბრალდებით, რომ შეიგნოს თუ რა ცუდია ის რაც ჩაიდინაა ადრე. სხავანაირად ეგ ჭკუას ვერ ისწავლის. გოიმია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×