სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      თბილისში, გურამიშვილის გამზირზე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაეხმარება.

    გამგეობის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფურცლები გააკრეს.

    როგორც ისინი აცხადებენ, არც ერთი ოჯახი არ დარჩება თავშესაფრის გარეშე.

    მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რამდენიმე ოჯახი გადაყვანილია სასტუმრო „შაინში".

    16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

    ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არის ოთხი დაშავებული. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები. დაშავებულებს შორის ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

    წყარო: 1tv.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×