სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

    „შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

    ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.

    „დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×