სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     ატოცშია ანტიოკუპაციური მოძრაობის შვიდკაციანი საპატრულო ჯგუფი. დავით ქაცარავა მოქალაქეებს აქტიურობისკენ და ატოცში ჩასვლისკენ მოუწოდებს. რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გამოჩნდნენ და ბიორდერიზაციის განახლებას გეგმავენ, - ამის შესახებ ანტიოკუპაციური მოძროაბის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა იტყობინება და ფეისბუქზე ლაივ რეპორტაჟს ავრცელებს.

    მისის თქმით, ატოცში, სადაც დაწყებული უკანონო ბორდერიზაცია დაახლოებით ერთი წელია, სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად შეჩერდა, ოკუპანტებმა საინჟინრო ტექნიკა მოიყვანეს, მოიტანეს დასამონტაჟებელი ღობეები და სამუშაოების დაწყებას გეგმავენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მისიის წარმნომადგენლები და შსს-ს დანაყოფები. 

    ასევე ატოცშია ანტიოკუპაციური მოძრაობის შვიდკაციანი საპატრულო ჯგუფი, თუმცა, პოლიცია მათ ღობეებთან ახლოს არ უშვებს. დავით ქაცარავა მოქალაქეებს აქტიურობისკენ და ატოცში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    nu es Tom   (19.10.2019)
    დადეთ საქართელოსთვის თავდადებული ქაცარავას სურათი! როგორ შეიძლება სტატია ასეთ დიდ ადამიან ს ეხებოდეს და მისი ფოტო კიდევა არა! ეგ არ ჩავიდეს ატოცში თორემ პუტინს გული გაუსკდება შიშით!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×