სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნათია გოგალაძის მკვლელობა მათი ოჯახისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 16 წლის წინ ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ ახალციხეში მამაკაცი მოკლა. მოკლული დავით მეტრეველია.

    როგორც ირკვევა, დეკანოიძეების ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში სოფელ აგარაში ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც მერაბ დეკანოიძემ თანასოფლელი მოკლა, დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მას მკვლელობისთვის 14 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ვადაზე ადრე გათავისუფლდა და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

    “კვირამ” მოიპოვა მოკლული დავით მეტრეველის დედის, მარიამ გვარამაძის კომენტარი, სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტზე, რომლის შესახებაც არც მედიასაშუალებებს და არც თავად ირაკლი დეკანოიძის ადვოკატს არაფერი უთქვამს.

    “ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს, პასუხისმგებლობა ააცილეს და რამდენიმე წელიწადში მეორედ ჩაიდინა ისევ ასეთი სასტიკი მკვლელობა, ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან,” - აცხადებს მოკლული დავით მეტრეველის დედა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი დეკანოიძემ 31 წლის ნათია გოგალაძე 11 ოქტომბერს სასტიკად მოკლა. იგი თამარ მეფის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს დილის 11 საათზე შეიარაღებული სამსახურში მიუვარდა, ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, ის არ აფეთქდა, სროლა ატეხა, შეშინებულმა ქალმა გაქცევა შეძლო, თუმცა მოძალადემ ის დაიჭირა და იარაღის კონდახით სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ძირითადად თავში ჰქონდა და დასისხლიანებული სასწრაფოს ბრიგადამ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც გარდაიცვალა.

    (კვირა)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×