რეზონანსი
19.10.2019

 რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მცხოვრებმა 11 წლის გოგომ „facebook user“-ის სახელით სოციალურ ქსელში შეტყობინება მიიღო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, წერილი გახმაურებულ ქსელურ სახიფათო თამაშს „ლურჯი ვეშაპს“ უკავშირდება. შეტყობინებებში გოგონამ ტექსტობრივი ფორმით სხვადასხვა სახის დავალებები მიიღო თუმცა მათ შესრულებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით იგივე ანგარიშიდან უკვე ფოტოს სახით მიიღო დავალებები.

ფაქტის შესახებ კი მშობელმა შემთხვევით გაიგო და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.

წყარო: „ინფო რუსთავი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×