სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

      ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ბათუმელები" ვრცელ სტატიას, სადაც დაზარალებული ახალგაზრდა ჰყვება, რომ მან "სალომესთან" სექსის სანაცვლოდ ფული გადაიხადა, თუმცა აღმოჩნდა რომ მოატყუეს.

    "სექსის შეთავაზება ირაკლიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან მიიღო. გვიყვება, რომ ქალი მას სალომეს სახელით გაეცნო, სახეც აჩვენა და შიშველი სხეულის ფოტოებიც. სალომე ირაკლის დაუვიწყარ სექსს მთელი ღამით 100 ლარად დაჰპირდა. ირაკლიმ მომსახურების თანხა წინასწარ, სალომესგან მითითებულ „აჭარაბეთის" ანგარიშზე ჩარიცხა. მას შემდეგ ირაკლი სალომეს ეძებს. ირაკლი არ არის ერთადერთი, ვინც ინტერნეტსივრცეში „დაუვიწყარი ღამის" დაპირება მიიღო და თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.

    ინტერნეტში დაპირებული, მაგრამ არშემდგარი სექსისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პირია გასამართლებული, მათ შორის, მამაკაციც. დაკავებულებს გამოძიებამ თაღლითობის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა სასამართლო ძირითადად მათი დაჯარიმებით, ასევე დაზარალებული მამაკაცებისთვის თანხის დაბრუნების დავალდებულებით შემოიფარგლა. აჭარის რეგიონში ამ სქემით მოტყუებულ პირს დღემდე გამოძიებისთვის არ მიუმართავს და არც საჯაროდ უსაუბრია. გამოძიება ამ კუთხით არ წარმოებულა და არც მოსამართლეს უმსჯელია სექსმომსახურების თაღლითურ სქემაზე.

    „მეგობრებთან მოვყევი ეს ამბავი და სხვაც გამოტყდა რამდენიმე, ჩვენც დაგვმართეს მასეო. არავის ხმის ამოღება არ უნდა." - ამბობს ირაკლი, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. - „არ ვიცი, რას დაადგენს პოლიცია, მაგრამ მინდა, პასუხი აგოს იმ ადამიანმა. ალბათ, სხვაც ბევრი ჰყავს ჩემს დღეში ჩაგდებული. იოლი დასადგენია, წესით, მისამართი ხომ აქვს იმ კომპიუტერს, საიდანაც სალომე მწერდა? შენახული მაქვს ქვითარიც, რომ თანხა ნამდვილად მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩავრიცხე. ესეც წინასწარ მომწერა, ანგარიშის კოდს რომ შეიყვან, ჩემს სახელს ამოგიგდებს, ქვითარი აიღე, დამირეკე და ჩემს მისამართს გეტყვიო. „აჭარაბეთზე" შევიყვანე ნომერი და მართლა მისი სახელი - „სალომე" ამოაგდო. ქვითარი ხელში მეჭირა, როცა დავურეკე, მაგრამ გათიშული დამხვდა მისი ტელეფონი. მას შემდეგ გასულია მომსახურების ზონიდან".

    ირაკლი დაოჯახებულია. ამბობს, რომ გასაჯაროების შიშის გამო არ უნდათ სხვა დაზარალებულებსაც მსგავს შემთხვევებზე ჩივილი. „პოლიციაში რომ დავრეკე, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მინაწერებს სალომემ „ოდნოკლასნიკში" უპასუხა. მომწერა, ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვარ და საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, მაპატიეო. მერე ისევ გაქრა."

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ირაკლის შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×