სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ. ოთხმეზური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ დეპუტატ ჟორჟოლიანთან მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

    კითხვაზე, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე, ოთხმეზური პასუხობს, რომ ეს „არ აინტერესებს“.

    „დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შეწყალების საკითხზე არ შევხვედრივარ. შეწყალების საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მცდელობაც კი არ ყოფილა კომუნიკაციის“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

    გია ჟორჟოლიანის განცხადებით კი, არ არის გამორიცხული, რომ ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ.

    "ჩვენ ვთანამშრომლობთ, ალბათ ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში. ყოველ დღე გვაქვს შეხვედრა. კონკრეტულად ვინ, რა, რომელ ადგილას, ეს ყველაფერი იქნება მერე"- თქვა ჟორჟოლიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (19.10.2019)
    დიდ პატივს ვცემ ბატონ გიორგის, შვილის სიკვდილს რომ გადაიტანს ადამიანი--იმას ვერავითარი უარყოფითი მოვლენა ვეღარ აღაშფოთებს, მისთვის ყველაფერი დამთავრებულია. დაე, იღვაწოს ბატონმა გიორგიმ საქართველოს სასიკეთოდ, სადაც უნდა იმ ადგილიდან, ის ჭეშმარიტი პატრიოტია და კეთილშობილი პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა, ღმერთმა გაამარჯვებინოს მას ყველა საქმეში!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×