სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" წევრის, მაია კალანდიას განცხადებით, რუხში ხვალ, დაგეგმილი ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურის წევრი აღარ იქნება. ამის შესახებ „ლაივპრესი" წერს.

    „ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა მარსსაც აკვირვებ ბიძინიბიძია", - წერს მაია კალანდია სოციალურ ქსელში.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერ ედუარდ ფარცვანია პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. მისი თქმით, ჟიურის წევრების განაწილებაზე დამოუკიდებლად იზრუნა იმ ივენთ კომპანიამ, რომელიც ტერიტორიის მოწყობასა და სტუმრების მოწვევაში ეხმარებათ.

    ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი. პოლიტიკური მოტივი ტურიზმთან, მითუმეტეს გასტრონომიულ ფესტივალთან ცოტა შორს არის, - აღნიშნა ედუარდ ფარცვანიამ.

    მაია კალანდიას Facebook-სტატუსზე დააკომენტარა „იუსაიდის" წარმომადგენელმა ირაკლი აფაქიძემაც. ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ პროექტი ზრდაა. ის წერს, რომ მისი ორგანიზაციის ინიციატივით და დაფინანსებით ტარდება ღონისძიება, ამიტომ აქ არაფერ შუაშია ვინმეს პოლიტიკური შეხედულება.

    „იუსაიდს რამდენად აინტერესებს ქართული ოცნების (ან თუნდაც ნებისმიერი პარტიის) ინტერესები, ეგეც კარგად იცი", - აცხადებს ის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×