სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     (რეზონანსი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაცვის საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

    " გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით", - აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სამსახურში.

    კანონმდებლობის მიხედვით, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან და, შესაბამისად, მათ დაცვა ეხსნებათ. დაცვა ყოფილი თანამდებობის პირს არ მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

    გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, ზემოხსენებული 1-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გადის.

    "ნეტგაზეთი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×