სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     (რეზონანსი) ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ, შენ იმეცადინე ქალაქის პრობლემებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის თანმიმდევრულობაში, არ გაწყენდა, - ასე უპასუხა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც ელისაშვილს ფეხბურთისთვის მომზადება ურჩია.

    ელისაშვილის განცხადებით, როცა ქალაქში ასეთი სატრანსპორტო პრობლემებია, ასეთი უკბილო ხუმრობის და ლაზღანდარობის ხასიათზე წესით არ უნდა იყო კაცი.

    "როდესაც შენი გაუაზრებელი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო მთელი ქალაქი საცობებში გმინავს, მეტროს ვაგონებსა და "ბოგდანებში" იჭეჭყება - ასეთი უკბილო ხუმრობის და ლაზღანდარობის ხასიათზე წესით არ უნდა იყო კაცი. პირისპირ დებატებს ყოველ ჯერზე რომ გაურბიხარ და მერე სხვას აბრალებ იმალებაო - არც ეგაა ღირსების მანიშნებელი. ფეხბურთს ვთამაშობ საშუალოზე ცუდად, თუმცა არც მაქვს პრეტენზია რომ ფეხბურთელი ვარ. ქალაქის პრობლემები ასე თუ ისე მესმის. ყოველ შემთხვევაში ტაქსების ე.წ. რეფორმა და ქუჩების უაზრო გადათხრა რომ სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა ეს კარგად ვიცოდი რამდენიმე თვის წინ და ხმამაღლა ვამბობდი კიდეც. ასე რომ კახაბერ, მე ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ და შენ რომ იმეცადინო ქალაქის პრობლემებში და სატრანსპორტო პოლიტიკის თანამიმდევრობაში არ გაწყენდა. ყოველ შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსის გამო მე ნამდვილად არ მაგინებს მთელი თბილისი", - წერს ალეკო ელისაშვილი Facebook-ში.

    შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის მისამართით კახა კალაძემ თქვა: ელისაშვილს ჩემი ვალი აქვს, თქვა ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა, მოემზადოს ფეხბურთისთვის. იქამდე კი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ქეთევან   (18.10.2019)
    Dე არაკავო რაც კალაძემ.გაუკეთა თბილუს,რომელმა მერმა გაუკეთა?შრ არამზადა უვიცო როგორ უნდა გალამაზდეს ქალაქი თუ მშენებლობა არ იქნა?შე უზნეო არაკაცო როგორ თქვი თბილისი სომხებმა ააშენაო?გახსოვს?ასე რომ უვიცი ხარ და უზნეო,ბოროტი ,ისე ღორები სად გყავდა მერიის წინ რომ დატოვე შე ბინძურო არაკაცო მაგ ღორები მიგეყვანა გაჭირვებულ ხალხთან,ფულები ხომ მოპარეთ,ქუჩაში ხომ გამოყატეთ ხალხი და ეხლა კი კალაძე და მთავრობა აძლევს მათ ბინებს თქვენგან გამწარებულ დაყაჩაღებულ ხალხს,ასე რომ ჩაიგდე მაგ ბინძური ენა ყაჩაღო მკვლელო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×