რეზონანსი
17.10.2019

 გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრილი გიორგი ფალელაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმების თქმით, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

15 წლის მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი რესტორნიდან გამოსულმა უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×