სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში 22 წლის სალომე დუმილს არღვევს და 4 წლის წინანდელ საზარელ ამბავს ისხენებს.

    ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში "სხვა ნანუკას შოუში" ახალგაზრდა გოგონა შემზარავ ამბავს იხსენებს.

    "4 წლის წინ, ღამით სამსახურიდან მიდიოდა სახლში. დიდუბის მეტროდან დიღმის მასივში. შიში არ მქონია რადგან მთელი ბავშვობა იქ მქონდა გატარებული და არც წარმომედგინა ასეთი რამ თუ მოხდებოდა.

    11-12 საათი იქნებოდა. მეტროდან ზრდასრული მამაკაცი გამომყვა და გაცნობა სურდა, რაზეც უარი ვუთხარი. ეს კაცი მარტო არ ყოფილა მის გარდა ორნი იყვნენ და ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. მათ ზრდასრულმა მამაკაცმა და 16-17 წლის ბიჭმა ჩემზე იძალადეს. ეს ხდებოდა დიდუბის გამგეობის უკან. ღამე იყო და თითო და ოროლა კაცი დადიოდა." - ყვება დაზარალებული.

    მისივე თქმით, პოლიციაში მისვლის შემდეგ უთხრეს რომ "ოჯახის გოგოს" არ ჰგავდა. "თუმცა, დანაშაულის ადგილზე მიყვანის შემდეგ დარწმუნდნენ მის სიმართლეში და უთხრეს "ახალგაზრდა გოგო ხარ და ნუ გაირთულებ ცხოვრებასო." რაზეც უარი განვაცხადე." - იხსენებს სალომე.

    როგორც დაზარალებული ამბობს, მოძალადე მამაკაცს მისი ცოლი ბოლომდე ენდობოდა.

    "სასამართლო პროცესებზე მათი მხრიდან კაცის სასამართლოზე ვიყავი, რომელიც ოჯახთან ერთად მიდიოდა მას 3 შვილი ჰყავს. მას ადვოკატი ქალი ჰყავდა და მიეასაჯ 13 წელი, მეორეს არასრულწლოვანს გაუნახევრეს და 6 მიუსაჯეს. ცოლის პოზიცია იყო საოცარი, ის სხვა ქალის გაუპატიურებაში მეუღლეს გულშემატკივრობდა, მას ძალინ სჯეროდა მისი ქმრის", - იხსენებს სალომე გადაცემაში.

    დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დეტექტივებმა დამნაშავეები მომხდარიდან 2-3 დღეში იპოვეს.

    წყარო: დაიჯესტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ია   (17.10.2019)
    ???? me kidev Tqveni gamkvirvebia.

    +++++   (17.10.2019)
    ამ გოგონამ დუმილი შემთხვევიდან ძალიან მალე დაარღვია და არა ამ შოუში

    ????   (17.10.2019)
    ეს ამბავი მომხდარიდან მალევე გახდა ცნობილი. ნანუკამ თავისი შოუ კიდევ ერთხელ გააპიარა. ამ დაზარალებულისაც გამკვირვებია, ამდენი ხნის შემდეგ განმეორებით რომ გაავრცელა ეს ფაქტი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×