რეზონანსი
16.10.2019

 

ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. "მთავარის" ინფორმაციით, ანრი ყურაშვილს ე.წ. კრიმინალური გარჩევისას ჯგუფურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდა ამ წუთებშიც მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ყურაშვილის ოჯახს პენიტენციური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქსნის ციხეში, საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

"მთავარი" კომფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევა წავკისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, რა დროსაც დათო და ალექსანდრე ფეიქრიშვილები მოკლეს.

აღნიშნულ დანაშაულში ყურაშვილს დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ და ამ მუხლითაც გასამართლდა.

შეგახსენებთ ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ნიკოლოზ აბულაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა, რომელმაც საქართველო დატოვა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე კი სამარტოო საკანშია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×