სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი სოფიკო ბაბნუნაშვილი „პრაიმტაიმთან" საუბარში განმარტავს, რომ მხოლოდ ერთი მოზარდი შეეცადა მეორე სართულიდან ჩამოსვლას.

    „არ გადმომხტარა, უბრალოდ მეორე სართულის ფანჯრიდან შეეცადა გადმოსვლას, რა დროსაც გარე განათებას (სკოლას გარენათების ნათურები აქვს) დააბიჯა ფეხი, ის გაწყდა და ჩამოვარდა. დედას დავურეკეთ, რომელიც ექიმია, ბოდიშები გვიხადეს ამის გამო. ეს იყო ბავშვური სიცელქე. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბარში საჯარო სკოლის დირექტორი.

    განსხვავებული ინფორმაცია აქვთ მოზარდებს და სკოლის მანდატურს. მანდატურის თქმით, მოსწავლე ფანჯრიდან გაკვეთილიდან გაპარვის მიზნით გადმოხტა. იგმავეს ადასტურებენ სკოლის სხვა მოსწავლეები.

    მოზარდები ასევე ამბობენ, რომ ფანჯრიდან სულ სამი მოსწავლე გადმოხტა, თუმცა, დაზიანება მხოლოდ ერთმა მიიღო. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდი გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა.

    „გაკვეთილის გაცდენა უნდოდა, გადმოხტა და ამ დროს ფეხი დაუზიანდა. მომხდარზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×