რეზონანსი
16.10.2019

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს  2019 წლის ბოლომდე მისცემს შესაძლებლობას, რომ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინასური კაპიტალის მოსაძიებლად ყველა რესურსი გამოიყენოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, კონსორციუმთან  ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ,  არ ვისარგებლებთ ამ უფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში. ამიტომ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას სრულად ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×