სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "პროგრეს ბანკში" კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა.

    მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკში" არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, "ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო":

    "სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ამ ბანკზე ინფორმაცია ეროვნული ბანკის არქივებიდან. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა, თავის პრეზიდენტიანა [ეროვნული ბანკის პრეზიდენტი], ეს საკითხი პროკურატურას უნდა გადაეცეს და ისეთივე ინტენსივობით, რა ინტესივობითაც წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ჯგუფს ოთხი სახელმწიფო უწყება ამოწმებდა, ასეთივე ინტენსივობით ამოიღონ ინფორმაცია და დაიწყონ გამოძიება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ბიზნესპარტნიორი რომელსაც ორი ბანკი დაეხურა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით "და ასევე თვითონ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ინვესტორია პანამიდან ძალიან ბევრ კითხვას აჩენს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×