რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, მაგრამ უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მდედრი თევზის, ანუ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ამბობს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ციხეშიც კი ვიხილოთ, თუ ის შეცდომების დაშვებას გააგრძელებს.

ცაგარელის თქმით, ვარსკვლავები პრეზიდენტს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კარგს არაფერს უმზადებენ.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტი, ცაგარელი პასუხობს, რომ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

„მთავარია, პრეზიდენტმა მიაღწიოს 2020 წლის თებერვლამდე, თუ იქამდე კატასტროფულ შეცდომებს არ დაუშვებს, მერე გადარჩება. ამ დროს შავი მთვარე მისი ზოდიაქოდან გამოვა და შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება მის ცხოვრებაში, მაგრამ თუ გააგრძელებს შეცდომების დაშვებას შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და პრეზიდენტი ციხეშიც ვიხილოთ. ახლა მისთვის ცდუნებების პერიოდია, რომელიც უკავშირდება არასწორ გამონათქვამებსა და მოქმედებებს. როცა ადამიანი თვითონ ვერ ხვდება, რატომ გააკეთა ეს, ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს ზურაბიშვილი ჩემს რჩევებს", - განაცხადა ცაგარელმა 2020NEWS"-თან საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×