რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ თამთა თოდაძე მარიამ კუბლაშვილის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. სწორედ საფარი იცავს თოდაძის ინტერესებს.

პატარაია განმარტავს, რომ ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის სტრატეგია თამთა თოდაძის პირადი ცხოვრების ქექვა და ალკოჰოლის მოხმარებაზე გარკვეული ჭორების გავრცელბაა, რომელსაც აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან, შეხება არ აქვს.

"კუბლაშვილს სურს სექსუალური ძალადობის მსხვერპლს პირდაპირ ეთერში დაკითხვა მოუწყოს. ერთი მხრივ, ეს არის არასერიოზული, მეორე მხრივ, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მსხვერპლის ინტერესებში შემავალი საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცირკად უნდათ აქციონ ეს სერიოზული საქმე. კუბლაშვილს პრეტენზია აქვს დაზარალებულისა და მსხვერპლის მიმართ მაშინ, როცა ილია ჯიშკარიანი არცერთ ეთერში არ მიდის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამიტომ ეს შეთავაზება ჩვენი მხრიდან სერიოზულად ვერც კი იქნება განხილული. ეს არის ისეთი შემოთავაზება, რომელზეც სერიოზული პასუხის გაცემაც კი შეუძლებელია," - ამბობს პატარაია „ნეტგაზეთთან".

მარიამ კუბლაშვილი, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატია, თამთა თოდაძეს საეთერო დებატებში იწვევს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×