სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ ბიზნესმენის ვინაობა, ვინც დავით მუმლაძის სასტიკი მკვლელობა შეუკვეთა.

    როგორც 2020NEWS"-მა გაარკვია, მუმლაძის მკვლელობა ხაშურელმა ბიზნესმენმა ე.წ."ავღანამ" შეუკვეთა და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.

    წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენს მუმლაძესთან დაპირისპირება ჰქონდა და საზარელ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე მუმლაძე "ავღანას" ფიზიკურად გაუსწორდა.

    სწორედ ეს დაპირისპირება გახდა მუმლაძის მკვლელობის მიზეზი.

    შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია. ერთი კი, ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია.

    ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×