რეზონანსი
14.10.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფოში ყველაფერი ტრადიციულ და კონსერვატიულ რელსებზეა გადასაყვანი და ლიბერალიზმი ქვეყანაში ასაკრძალი იდეოლოგიაა.

„ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, - სასოფლიო-სამეურნეო სტრატეგიაზე გვისაუბრია, საგანმანათლებლოზე, სამხედროზე, - გადასაყვანია საჩქაროდ ეროვნულ-კონსერვატიულ ლიანდაგებზე. დარწმუნებული ვარ, თავისუფლად შეგიძლიათ დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ამ ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით. როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი და იყოს გამოცხადებული მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია.

პრინციპში, ხალხში ასეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა. თქვენ ახლა დაგრჩათ ძალიან ცოტა დრო, ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან", - აღნიშნა ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×