რეზონანსი
14.10.2019

 (რეზონანსი) სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების" დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოდან გაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანს გულის იშემიური დაავადება აქვს. რამდენიმე დღის წინ ექიმები მისი გაწერის რეკომენდაციას არ გასცემდნენ, ამის გამო სასამართლო პროცესიც საავადმყოფოში ჩატარდა.

ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გენერალურმა პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. თავად ჯიშკარიანი კი ბრალდებებს უარყოფს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×