რეზონანსი
14.10.2019

ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

„დიდი პატივია როდესაც ჩემს გამოსვლებს ასეთი ანალიზი უკეთდება. მითუმეტეს მაშინ, როცა ღმერთს ვახსენებ, ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი? იქნებ სხვა ღმერთს ვგულისხმობდი არა უმრავლესობის? ყველაზე კომიკური ის არის რომ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა ჩათვალეს, რომ ეს ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემ მიმართ გავრცელებული შავრაზმული განცხადების მარეაბილიტარებელია“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

12 ოქტომბერს, გიგა ბოკერიამ შიდა ქართლში მოსახლეობას „გორის დღე“ მიულოცა და მიმართა.

„საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი და ღმერთმა და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“, - თქვა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×