სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

    ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. როგორც ადვოკატი ამბობს, თამთა თოდაძის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დარტყმის შედეგად არ არის მიყენებული. 

    „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაა ჩატარებული, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თამთა თოდაძე ნაცემი არ არის, უშუალოდ არ არის მიყენებული მასზე დარტყმა ბლაგვი საგნისგან. არ არის შეშუპება და სისხლჩაქცევა“, - ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

    ილია ჯიშკარიანის ადვოკატისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს თამთა თოდაძის უფლებადამცველი. თოდაძის ადვოკატი, დეპუტატის უფლებადამცველს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია.

    „აღენიშნებოდა დაზიანება ფეხის არეში, რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ეს დარტყმა მიყენებულია ბლაგვი საგნის შედეგად, დაზიანებები აღწერილია დეტალურად“, - აღნიშნავს თამთა თოდაძის ადვოკატი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (14.10.2019)
    ფული ბაბაია ფული. ბოზო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×