სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2019

     (რეზონანსი) ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „პაროსის“ დამფუძნებელი ნარინე გისონიანი საჯაროდ ამხელს „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მაჟორიტარს და ამბობს, რომ მას მეგობრის საშუალებით ჯერ მეგობრობა შეუთვალა, შემდეგ კი საყვარლობა.

    "წლების წინ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ვიყავი. სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ჩვენს მაჟორიტართან საქმიანი შეხება. ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, როგორც ჩანს მოვეწონე და ჩემს უახლოეს მეგობარს უთხრა, ნარინესთან დამეგობრება მინდაო, მერე უფრო კონკრეტულად შემომითვალა, საყვარლობა. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებებს, ყოველთვის უარით ვპასუხობდი, ისევ ჩემი მეგობრის საშუალებით. ბოლოს თვითონ დაიწყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა.“ - ამბობს ნარინე გისონიანი.

    აჟორიტარი ენზელ მკოიანი კი ბრალდებას სრულიად უარყოფს.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    zuku   (13.10.2019)
    ესე იგი არც ქალი უნდა მოგეწონოს არც ვინმეს დაკერვას არ უნდა შეცადო.რა გამოდის ნებისმიერს შეუძლია ასე როცა სჭირდები და წევს იქნება მდუმარედ.თუ მოხდა ისე რომ უკეთესმა შეცვალა მაშინვე ძალადობის ბრალს დებენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×