რეზონანსი
13.10.2019

 (რეზონანსი) ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

განცხადებაში საუბარია „ქურთისტანის დემოკრატიული კავშირის" (PYD), „ქურთული თავდაცვითი ერთეულების" და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლებზე.

ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლი იყო ნეიტრალიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×