სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2019

      ნინოწმინდაში დააკავეს მამა-შვილი, რომლებიც ოჯახის წევრზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ეკომიგრანტების ოჯახში, დაკავების შემდეგ მხოლოდ მსხვერპლი - ფ.ს. ცხოვრობს. 37 წლის ქალი მედიასთან არ კონტაქტობს. როგორც ირკვევა, მან თავად დარეკა პოლიციაში.

    თანასოფლელები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 42 წლის მამაკაცმა, მამასთან ერთად ქალს სცემა.

    „პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ისინი იქით ცხოვრობენ, მე აქეთ. ამ ბოლო დროს თქვეს, რომ მამამთილიც სცემდა ხოლმე. მე არ შევსწრებივარ, მეზობლებისგან ვიცი. სოფელში პოლიციაც ამოსულა, არადა მშრომელი ხალხია", - გვითხრეს სოფელში.

    დაკავებულს და დაზარალებულს სტუდენტი შვილი ჰყავთ. ის მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს.

    შსს-ში ამბობენ, რომ მოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×