რეზონანსი
13.10.2019

  სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქების - თელ-აბიადისა და რას-ელ-აინის გარეუბნები დაეტოვებინათ. ამ დროისთვის, დევნილთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ამის შესახებ საუბარია გაეროს ოფისის ანგარიშში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს უწევს კოორდინაციას.

გარდა ამისა, რეგიონში შექმნილია კრიტიკული ვითარება წყალმომარაგებასთან დაკაშირებით. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 400 ათასზე მეტ ადამიანს წყლის მიწოდებაზე პრობლემა შეექმნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სამედიცინო ბანაკზე, რომელიც ქალაქ რას-ელ-აინთან მდებარეობს საბრძოლო მოქმედებების გამო დაზარალებულთათვის.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიების დაცხრილვის გამო, 18 ადამიანი დაიღუპა, 147 - დაშავდა. მისივე ინფორმაციით, თურქეთის არმიამ სირიაში 490 ტერორისტის განადგურება შეძლო.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო" სირიის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×