სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.10.2019

      ხაშურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი დეკანოიძის მამა, მერაბ დეკანოიძე „მთავართან" საუბრისას ჰყვება, რომ დაპირისპირების მიზეზი ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი, იგორ ანეკეევი გახდა.

    ბრალდებულის მამის თქმით, მამაკაცი მოკლულის შორეული ნათესავია. აღნიშნულ ფაქტს მოკლულის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

    მკვლელობა ხაშურში 9 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა 30 წლის ცოლს, ნათია გოგალაძეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (13.10.2019)
    მოკლედ ადამინს მოკლავ და 13-17 წლმდე მოგცემენ . მერე კიდევ დამნაშავის მშობლები ფულს შეაკრბებენ, ვიღაცას შეწყალების კომისიაში მოზებნიან და ფულს გადაიხდიან და მერე ეს დამნსავე მაქსიმუმ 5-6 წელიწადში გამოვა.,,


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×