რეზონანსი
10.10.2019

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის აღკვეთ ღონისძიებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს.  სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30-ზე დაინიშნა. ხვალინდელ პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით არ უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×