რეზონანსი
10.10.2019

 (რეზონანსი) მარნეულში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სოფელ ჯანდარას მკვიდრნი არიან. ამ დროისთვის, ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წარსულში ახალგაზრდებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ამ დროისთვის ჩაიხანის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, პოლიცია სავარაუდო ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×