სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

     (რეზონანსი) წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბენიძემ, მეხუთე კლასის სამი მოსწავლე, საგაკვეთილო პროცესში დააჩოქა. ამის შესახებ თავად, მოსწავლეები ჰყვებიან. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

    „ხმაურობდნენ. გამოიყვანა და დააჩოქა ერთი დაფასთან, ორი - კედელთან. ახლა სხვა მასწავლებელი გვასწავლის", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

    გიორგი ბენიძე სკოლაში ისტორიის გაკვეთილსაც ატარებდა. თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ ამ კლასში გაკვეთილები აღარ ჩაუტარებია. ამბობს რომ, გაკვეთილებს გადატვირთული დღის რეჟიმის გამო არ ატერებს.

    არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კი, მოზარდების მშობლებმა სკოლის დირექტორი დაიბარეს და კლასის წინაშე ბოდიში მოახდევინეს.

    ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახიც, სადაც ამბობენ, რომ „მათ ყველაფერი უკვე გაარკვიეს".

    მოზარდების დასჯას უარყოფს თავად გიორგი ბენიძე და ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

    „მე თუ ბავშვი დავაჩოქე, დავაბულინგე, ბავშვმა სახლში მიიტანა ამბავი, მშობელს უთხრა და მშობელმა არავის მიმართა? ყველა ბავშვთან მაქვს კარგი ურთიერთობა და ვთვლი, რომ ბავშვი კი არ უნდა დავაბულინგოთ, პირიქით, სტიმული უნდა მივცეთ", - ამბობს გიორგი ბენიძე.

    მომხდარზე საუბარი არ სურთ სკოლის სხვა პედაგოგებს.

    განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი პრეტენზიით უწყებაში არანაირი მიმართვა არ შესულა, შესაბამისად, მათი თქმით, ეს ამბავი უცნობია.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×